LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენმა ადამიანმა მოინახულა მიხეილ სააკაშვილი ციხეში 28 დღის განმავლობაში

738
Untitled design (19)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან რუსთავის მე-12 დაწესებულების 320-ე საკანში იმყოფება.

ყოველდღიურად ვრცელდება სააკაშვილის მიმართვები თუ წერილები. ზოგი მათგანი ემოციაზეა დაფუძნებული და მადლობას შეიცავს, რომელიც კონკრეტული ადრესატები ჰყავს.

ყოველდღიურად ყოფილ პრეზიდენტს რამდენიმე ადამიანი ნახულობს.

ყოფილი პრეზიდენტის მნახველების კომენტარებს ყოველდღიურად ვეცნობით საინფორმაციო საშუალებებით.

დღეს პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც სხვა ინფორმაციასთან ერთად აღნიშნულია, 28 დღეში რამდენმა ადამიანმა მოინახულა სააკაშვილმა.

„დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილთან 104 ვიზიტი განხორციელდა, მათგან 57- ჯერ შეხვდა ადვოკატებს. მათ შორის, შეხვედრა ერთ-ერთ ადავოკატთან დღესაც შედგა“. – აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააკაშვილთან შეხვედრების ოთახში მინის ბარიერი იმიტომ აღმართეს, რომ ადვოკატები კოვიდრეგულაციებს არ იცავდნენ – პენიტენციური სამსახური სააკაშვილის ბრალდებებს პასუხობს

ციხეში სააკაშვილის მოსანახულებლად რამდენჯერმე იმყოფებოდა მისი მეუღლე ლისა იასკო და დედა. ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად ასევე იმყოფებოდნენ მისი შვილები.

ამ დრომდე ციხეში სააკაშვილის მოსანახულებლად არ შესულა მისი თანამებრძოლი და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები