მიმდინარე კვირა ანჯელინა ჯოლი და მისი შვილები მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში არიან. მსახიობი „მარველის“ „მარადიულების“ პრემიერაზე არაერთხელ გამოჩნდა და თავისი სილამაზით ყველა დაჩრდილა. პაპარაცების ობიექტივში ანჯელინასა და ბრედ პიტის 15 წლის ქალიშვილი, შაილო ბევრჯერ მოხვდა. მან ნაზი, დახვეწილი „ლუქით“ საზოგადოების გული დაიპყრო.
ფოტო: დედას ჰგავს თუ მამას? – 15 წლის შაილო პიტი წითელ ხალიჩაზე ბრწყინავს
ამჯერად, გოგონამ ლონდონში გამართულ პრემიერაზე დედის კაბა მოირგო. შავ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილი „დიორის“ დახვეწილი კაბა ანჯელინას 2019 წელს ეცვა. აღსანიშნავია, რომ შაილოს მსუბუქი მაკიაჟიც ჰქონდა, ის შეუდარებლად გამოიყურებოდა.
ცნობისთვის, ნიუ-იორკში გამართულ პრემიერაზე 16 წლის ზაჰარასაც ენჯის კაბა ეცვა. „ელი სააბის“ კაბა ჯოლიმ 2014 წელს, „ოსკარების“ ცერემონიალზე მოირგო.