არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, “მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა იმ ხუთ ქალაქში, სადაც მოსახლეობა 100 ათასს აღემატება. ესენია თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი.
კითხვა ყველა ქალაქისთვის ერთნაირად და მარტივად ჟღერდა – მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?
თბილისი:
ნიკა მელია – 48,4%
კახა კალაძე – 51,6%
ზუგდიდი:
ანზორ მელია – 54,7%
მამუკა წოწერია – 45,3%
რუსთავი:
დავით კირკიტაძე – 53,1%
ნინო ლაცაბიძე – 46,9%
ქუთაისი:
ხატია დეკანოიძე – 51,7%
იოსებ ხახალეიშვილი – 48,3%
ბათუმი:
გიორგი კირთაძე – 51,3%
არჩილ ჩიქოვანი – 48,7%
კვლევა ჩაატარა IPSOS-გლობალმა, “მთავარი არხის” დაკვეთით. გამოკითხვა ჩატარდა 23-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით.
სულ გამოიკითხა 2 600, 18 წელს ზემოთ ასაკის რესპოდენტი, რომელსაც ამ ქალაქებში, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს. შედეგები ემყარება ყველა ამ გამოკითხულის აზრს. ცდომილების ზღვარი ჩვენს კვლევაში +/- 3%-ია.