ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა. აქციაზე ოპოზიციონერმა ლიდერებმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს. აქციაზე სიტყვით გამოვიდა ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია.
ღონისძიებაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ლოზუნგები ისმოდა.