LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი ხატიაშვილი: „ბევრი სირთულე გავიარე, ოჯახის დანგრევა, გაჭირვება, სპორტშიც მქონდა დაბრკოლებები და დეპრესია…“

4265
ketixatiashvili

ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი ჟურნალ „სარკეს“ უყვება იმის შესახებ, თუ რამდენად რთული აღმოჩნდა მისი ცხოვრება ლამაზი კაბების, ვარცხნილობისა და მაკიაჟის მიღმა…

ქეთი ხატიაშვილი:

„როგორც გარედან ჩანს, ლამაზი კაბები, ვარცხნილობა, მაკიაჟი, გადაღებული ფოტოები – ისეთი ბრწყინვალე არ არის. ბევრი სირთულე გავიარე, ოჯახის დანგრევა, გაჭირვება, სპორტშიც მქონდა დაბრკოლებები და დეპრესია, მაგრამ ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, ისეთი ქეთი არ ვიქნებოდი, როგორიც ვარ.

ზოგადად, ძალიან მიყვარს გამონათქვამი, შეცდომებზე სწავლობენო. კარგია, თუ სხვის შეცდომებზე ისწავლი, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებთ. ჩვენ, ყველანი, ჩვენს გზას გავდივართ. არ არსებობს ცხოვრების ერთი დადგენილი, გამოცდილი და სწორი თეორია, ამიტომ თავად უნდა შეძლო გზის გაკვალვა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები