ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშიზე, 43 წლის მამაკაცი ელექტროაპარატით თევზაობისას გარდაიცვალა. მას, სავარაუდოდ, დენმა დაარტყა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ცნობით, მამაკაცი კლინიკაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.