LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ 180 ათას ლარიანი მანქანა შეიძინა

94

“ვერ გეტყვით რა თანხაა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მანქანაში გადახდილი, მაგრამ ალბათ, გადახდილია ის, რისი საჭიროებაც იყო,” – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა მანანა კობახიძემ IDFI-ს კვლევის საპასუხოდ განაცხადა. კობახიძის თქმით, სატრანსპორტო უზრუნველყოფით მოსამართლეები მთელ მსოფლიოში სარგებლობენ.

“თუკი რაიმე ხარჯია გაწეული სასამართლოში, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კანონთან შესაბამისი და არ ველოდები, რომ რაიმე განსაკუთრებული იქნება კვლევაში. თავმჯდომარე რომ ფეხით ვერ გადაადგილდება, ეს მე მგონი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. სატრანსპორტო უზრუნველყოფა მოსამართლეებს მთელ მსოფლიოში აქვთ. მე ვერ გეტყვით რა თანხაა თავმჯდომარის მანქანაში გადახდილი, მაგრამ ალბათ, გადახდილია ის, რისი საჭიროებაც იყო,”- განაცხადა მანანა კობახიძემ.

ინფორმაციის თავისუფლების ინტიტუტის (IDFI) ხელმძღვანელის გიორგი ბერაიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ფინანსების რაციონალურად ხარჯვასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ შეძენილია თითქმის 180 ათას ლარიანი მანქანა.

“მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები სასამართლო საქმიანობასთან დაკავშირებით. მაგალითად, ეს შეეხება საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების გაუმჭვირვალობას. ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ჩვენ კითხვები გვაქვს ზოგიერთი ხარჯის რაციონალურობაზე. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ შეძენილია თითქმის 180 ათას ლარიანი მანქანა,” – განაცხადა გიორგი ბერაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები