Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
საქართველომ ისტორიაში პირველად ევროკომისიის კულტურული მარშრუტების საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ ისტორიაში პირველად ევროკომისიის კულტურული მარშრუტების საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

55
249034485-2920424411602543-2295489294986546679-n

საქართველომ ისტორიაში პირველად ევროკომისიის კულტურული მარშრუტების საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.

იტალიაში, 2021 წლის 23 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს ეგიდით გამართულ კულტურული მარშრუტების კონკურსზე, ღვინის კომპანია “შუმი” საერთაშორისო უმაღლესი ტიტულის „საუკეთესო არქეობოტანიკური პრაქტიკა ღვინის ტურიზმში“ მფლობელი გახდა. ეს აღიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსა და ქართული მევენახეობა-მეღვინეობის პოპულარიზაციისთვის მსოფლიო ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ჯილდო დაფუძნდა ევროპის საბჭოს ორი კულტურული მარშრუტის – „Iter Vitis -Phoenicians route“ მიერ, რომლის მიზანს წარმოადგენს ორი საერთაშორისო ქსელის წევრ ქვეყნებში კულტურული და ენოლოგიური მემკვიდრეობის გაძლიერება, გამოცდილების, შემოქმედებითი და მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია.

ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამა დაფუძნდა 1987 წელს, რომელიც დროსა და სივრცეში მოგზაურობის მეშვეობით, წარმოაჩენს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წვლილს საერთო კულტურულ მემკვიდრეობაში და ხელს უწყობს დღევანდელი ევროპის მრავალფეროვნებას, კულტურული ტურიზმის მდგრად განვითარებას.

ღვინის კომპანია „შუმი“ დაარსდა 1997 წელს კახეთში, წინანდალში. ტურისტული კომპლექსი 9 ჰექტარზეა განთავსებული და ალექსანდრე ჭავჭავაძის ეროვნულ პარკს ესაზღვრება. კომპლექსი აერთიანებს 38 ტურისტულ ლოკაციას, რომელთა შორის არის საკოლექციო ვენახი, სადაც ვაზის 1300-ზე მეტი ჯიში, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი ქართული ვაზის ჯიშებია დაცული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები