LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფსიქოლოგები: მოზარდებისათვის „კალმარის თამაშის“ ყურება რეკომენდებული არ არის

269
kalmaristamashi

მიუხედავად იმისა, რომ „ნეტფლიქსის“ ახალმა ჰიტმა, სახელად „კალმარის თამაში“ საყოველთაო აღიარება დაიმსახურა, მაყურებელთა კონკრეტული კატეგორიისათვის მისი ნახვა რეკომენდებული არ არის. საუბარი ეხებათ 18 წლამდე ასაკის მოზარდებს, ვინც, სპეციალისტების აზრით, სერიალი არ უნდა ნახოს.

უცნობი ფაქტები „კალმარის თამაშზე“ Squid Game – „ნეტფლიქსის“ კორეული ჰიტი მსოფლიოს იპყრობს

„კალმარის თამაში“ სამხრეთკორეული დრამაა, რომელმაც პრემიერიდან მოკლე ხანშივე ყველა რეკორდი მოხსნა და „ნეტფლიქსი“ ყველა დროის ყველაზე ყურებად ორიგინალ სერიალად იქცა. ჰელოუინის დადგომამდე ერთი კვირით ადრე „კალმარის თამაშის“ თემატიკაზე დაფუძნებული კოსტიუმები მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადია. მხოლოდ სამხრეთკორეული დრამის გამო „ნეტფლიქსი“ მილიონობით ადამიანმა გამოიწერა. საერთო ჯამში სერიალმა კომპანიას 1.4მლრდ. აშშ დოლარზე მეტი მოგება მოუტანა.

„კალმარის თამაში“ მოგვითხრობს სხვადასხვა სქესის, ასაკის და პროფესიის ადამიანებზე, რომლებსაც ერთი რამ აერთიანებთ – ისინი უზარმაზარ ვალებში არიან ჩაფლული, საიდან თავის დასაღწევადაც იდუმალი უცნობები უცნაურ გამოსავალს – საბავშვო თამაშში მონაწილეობას სთავაზობენ. მონაწილეებმა არ იციან, რომ ერთი შეხედვით მარტივ, საბავშვო თამაშში დამარცხება სასიკვდილო განაჩენს ნიშნავს, ყოველი მოთამაშის სიკვდილის შემდეგ კი საპრიზო თანხა კიდევ უფრო იზრდება…

სერიალი გამოსვლისთანავე ჰიტად იქცა და ყველა ასაკის მაყურებელთა გული მოიგო, თუმცა ბავშვთა ფსიქოლოგები ამის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ ადამიანებმა სერიალი ზრდასრული ასაკის მიღწევამდე არ უნდა ნახონ.

„პოპულარობა ძნელი ყოფილა“ – როგორ შეცვალა „ნეტფლიქსმა“ „კალმარის თამაშის” უხუცესი ვარსკვლავის ცხოვრება

„ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ცენტრის“ პროფესორის, დევიდ ანდერსონის თქმით, მნიშვნელობა არა აქვს, „კალმარის თამაშს“ მოზარდები მშობლებთან ერთად ნახავენ თუ ცალკე.

„ძალადობის დონე შემაშფოთებლად მაღალია. უფრო მაღალი, ვიდრე სხვა სერიალებში. სერიალში ფაქტობრივად სასაკლაოა ნაჩვენები, სადაც თამაშში 400-ზე მეტი ადამიანი ერთვება, გამარჯვებული კი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს. გარდა ამისა, შოუ შეიცავს სადიზმის, წამების, სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შემცველ სცენებს. ამიტომ ბუნებრივია მნიშვნელობა არ აქვს, სხედან თუ არა მშობლები იქვე დივანზე, როდესაც მოზარდი ამას უყურებს. „კალმარის თამაშის“ ყურება ზრდასრულ ასაკამდე რეკომენდებული არ არის.“- აცხადებს ანდერსონი.

„კალმარის თამაშის“ წინააღმდეგ სკოლებიც ერთიანდებიან. მასწავლებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან შეშფოთებას გამოთქვამენ იმის შესახებ, რომ მათი მოსწავლეები „კალმარის თამაშის“ რეალურ ცხოვრებაში გადმოტანას და სხვადასხვა ,,ჩელენჯებში” მონაწილეობას ცდილობენ. აშშ-ისა და ბრიტანეთის მთელ რიგ სკოლებში სერიალმა დიდი ყურადღება დაიმსახურა – სკოლის სამეურვეო საბჭოებმა არა მხოლოდ სასწავლებლის ტერიტორიაზე აკრძალეს „კალმარის თამაშზე“ საუბარი და სერიალის ატრიბუტიკის ტარება, არამედ ამისაკენ ბავშვების მშობლებსაც მოუწოდეს.

სამხრეთ კორეული სერიალი „კალმარის თამაში“ მშობლების შეშფოთებას იწვევს – „ბავშვები მას ლანგარზე მირთმეულს უყურებენ…“

როგორც „გარდიანი“ წერს, ბრიტანული სკოლების მმართველები მოუწოდებენ მოსწავლეების მშობლებს, რომ მათ შვილებს „კალმარის თამაშის“ ყურების ნება არ დართონ, თუმცა მდგომარეობას ართულებს ის ფაქტი, რომ სერიალის კადრები და ძალადობრივი ჩელენჯები ვირუსულად არის გავრცელებული სოციალურ ქსელებშიც, ასე რომ ბავშვებსა და მოზარდებს სერიალის ყურება სულაც არ სჭირდებათ საიმისოდ, რომ „კალმარის თამაშმა“ მათ ფსიქიკაზე გავლენა მოახდინოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები