LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის ან საქართველოს გაუგებარი სურვილის გამო, რუსეთის ჯარების გაყვანაზე საუბარი გამორიცხულია – ანატოლი ბიბილოვი

99

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, რუსეთი სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების გარანტიაა, – ამის შესახებ ანატოლი ბიბილოვმა სააგენტო „რია ნოვოსტი“-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„დღეის მდგომარეობით, რუსეთი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების გარანტიაა. საუბარი არ მიდის შეიარაღებული ძალების გაყვანაზე ამერიკის ან საქართველოს გაუგებარი სურვილების გამო, ამაზე საუბარი გამორიცხულია,“ – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ანატოლი ბიბილოვმა ასევე აღნიშნა, რომ „რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ძალოვან უწყებებს შორის შეთანხმებები და თანამშრომლობა იმაზე მეტყველებს, რომ უსაფრთხოების ერთიანი კონტურის შემუშავება ხდება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები