ყოფილმა პოლიციელმა და მსჯავრდადებულმა ირაკლი ფირცხალავამ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად დაწყებული შიმშილობა შეწყვიტა.
როგორც ჟურნალისტებს ფირცხალავას მეუღლემ, ნინო ხვიტიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა, ირაკლი ფირცხალავამ შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ამისკენ თავად მესამე პრეზიდენტმა მოუწოდა.
"ჩემი მსხვერპლიც საკმარისია" - სააკაშვილი მოშიმშილე სამხედროებს სთხოვს შიმშილობა შეწყვიტონ
"შამათავა საქართველოს ეროვნული გმირია", - წერია სააკაშვილის მიმართვაში.
„ჩემმა მეუღლემ შიმშილობა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა თავისი მოთხოვნა გააჟღერა. 17 დღე შიმშილობდა.
ძალიან დასუსტებულია, იმდენად არის დასუსტებული, რომ პაემანზეც უარი თქვა, რომ გვენახა. დაახლოებით 20 კილოგრამი აქვს დაკლებული,“ – განაცხადა ნინო ხვიტიამ.