მომღერალი გია გაჩეჩილაძე მამა სერაფიმესთან გადაღებულ პერფორმანსთან დაკავშირებით „იმედის“ ეთერში საუბრობს და აცხადებს, რომ „არ ეგონა თუ ვიღაც ფარულად გადაიღებდა და Facebook-ზე დადებდა“.
მისი განცხადებით, ის მართლაც აპირებდა სატელევიზიო ფორმატისთვის მსგავსი ვიდეოს გადაღებას, თუმცა „როგორც კი ეს ამბავი მოხდა, მოტივაცია დაკარგა“.
გია გაჩეჩილაძე გავრცელებულ ვიდეოზე: „ვისაც არ მოსწონს, ნუ უყურებს…“
„არ მეგონა, რომ ამას ვიღაც ფარულად გადაიღებდა და Facebook-ზე დადებდა. მართლაც ვაპირებდი ამის სატელევიზიო ფორმატისთვის კარგად გაკეთებას. მერე ხასიათი გამიფუჭდა და საერთოდ თავი დავანებე. სანამ იმ ჩანაწერს დადებდნენ, მამა სერფიმესთან უკვე ჩაწერილი გვქონდა ეს სიტუაცია და ვაპირებდი, ჩანაწერის გამოშვებას. თუმცა, როგორც კი ეს ამბავი მოხდა, მოტივაცია დავკარგე“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
იხილეთ ვიდეო: