თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ქვეყნის საქმეთა სამინისტროს უბრძანა, დასავლეთის 10 სახელმწიფოს ელჩები “პერსონა ნონ გრატად” გამოაცხადოს.
საუბარია დიპლომატებზე, რომელთაც გასულ კვირას პატიმრობაში მყოფი თურქი ბიზნესმენის, ოსმან ქავალას საქმის სამართლიანი გადაწყვეტის მოწოდება გაახმიანეს.
“ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს მივეცი საჭირო ბრძანება და ვუთხარი, რა უნდა გაკეთდეს: ეს 10 ელჩი დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს პერსონა ნონ გრატად. თქვენ დაუყოვნებლივ მოაგვარებთ ამას”, – ციტირებს სააგენტო “როიტერი” ერდოღანის სიტყვას, რომლითაც მან მხარდამჭერებს მიმართა თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ესქიშეჰირში.
ერდოღანს არ დაუკონკრეტებია, როდის აღსრულდება მისი ბრძანება და ნიშნავს თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება, რომ ხსენებული 10 ქვეყნის ელჩებმა თურქეთი უნდა დატოვონ.