LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს მშვენიერი და უკეთილშობილესი ქალი ხვალინდელი სტატისტიკის ნაწილი გახდება…ანტივაქსერების მავნებლური დემაგოგიის მორიგი მსხვერპლი აუცრელობას ნანობს: ქეთი ლობჟანიძე

732
Capture1111

ექიმი ქეთი ლობჟანიძე ერთ-ერთ ქალზე წერს, რომელიც კორონავირუსმა იმსხვერპლა. მისი განმარტებით, თამრიკო ღლონტი „ანტივაქსერების მავნებლური დემაგოგიის მორიგი მსხვერპლი იყო და მას შემდეგ, რაც COVID-19-ით დაინფიცირდა აუცრელობას ნანობდა“.

როგორც ქეთი ლობჟანიძე წერს, „ყველა მკვლელია“, ვინც ექიმების გაფრთხილებას არ ითვალისწინებს და ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას.

„ეს მშვენიერი და უკეთილშობილესი ქალი ხვალინდელი სტატისტიკის ნაწილი გახდება! ანტი-ვაქსერების მავნებლური დემაგოგიის მორიგი მსხვერპლი აუცრელობას ნანობს!

იმ სექტას მივმართავ, ჩემგან დამუნათება რომ იუკადრისა, ბოდიში, მცირედით შემოვიფარგლე, გინება არ შემიძლია! რაც არ უნდა ილანძღოთ, ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი!

დიახ, მკვლელია ყველა, ვინც არ შეისმინა ჩვენი, ექიმების გაფრთხილება, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი “გრიპი” და წინ დიდი განსაცდელი გველოდა! ვინც ხელი შეუწყო ვირუსის გავრცელებას და მრავალთა შორის ჩემი მამა შეიწირა, მისი სიცოცხლე თქვენი ყველას ერთად აღებულზე ძვირფასი იყო! მთელი ცხოვრება სიკეთეს აკეთებდა, მტერი არ ყოლია და ისე წავიდა, ვერც კი დავემშვიდობე! ვერა და ვერ ვეგუები ამას და ჩემს პირად მტრად მიმაჩნიხართ ყველა ის უგულო, ვინც ვირუსს უხანგრძლივებთ არსებობას და ასეთ მზე-ადამიანებს კლავთ ახლაც, როცა გამოსავალი ნაპოვნია მეცნიერების წყალობით! პროგრესის ეპოქაში წყვდიადში რჩებით და სინათლეს არ უშვებთ თავებში! ბევრი ვწერეთ თქვენი ეჭვების გასაფანტად, მაგრამ არაა საშველი იძულების გარდა! არც ღმერთის გწამთ და არც ადამიანები გებრალებათ!“, – წერს ქეთი ლობჟანიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები