დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. მთავრობა 25 მაისს ე.წ. საზღვარს დროებით ჩაკეტავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
მიზეზად ოკუპირებული რეგიონის სკოლებში სწავლის დასრულების დღესთან დაკავშირებით, უსაფრთხოების ზომების გაძლიერება სახელდება.
ე.წ. საზღვარი 25 მაისის 20:00 საათიდან 27 მაისის 08:00 საათამდე ჩაიკეტება.