LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაღნარისა და მანაგაძის ქუჩებზე ასფალტის საფარი მოეწყო

33
654365645

გლდანის რაიონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ბაღნარისა და მანაგაძის ქუჩებზე გზის საფარი მოაწესრიგა.

აღნიშნულ მისამართზე გზის საფარი არ არსებობდა. ასევე, მოსაწესრიგებელი იყო წყლის ქსელი, რომელიც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ მოწესრიგდა. გამგეობის მიერ კი, სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ასფალტის საფარის დაიგო.

სამუშაოების შედეგად, ორივე ქუჩაზე, 13 857 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი განთავსდა. პროექტისთვის ჯამში, 890 126 ლარი დაიხარჯა.

სამუშაოების შედეგად, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ბორდიურები, საფეხმავლო ბილიკები, ლითონის ზღუდარები, გრუნტის შემაკავებელი დამჭერი გაბიონები და ორი ფენა ასფალტის საფარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები