თეოლოგი გოჩა ბარნოვი ბართლომე მსოფლიო პატრიარქს კონსტანტინოპოლში შევხდა.
ბარნოვი მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ბართლომე I-მა მიხეილ სააკაშვილის მიმართ თანადგომა გამოხატა.
გარდა ამისა, ბარნოვის თქმით, მსოფლიო პატრიარქმა მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობა და წარმატება უსურვა.
„პატრიარქი, ყოვლად უწმინდესი, ინფორმირებული იყო საქართველოში პოლიტიკური პროცესებით. ის ადევნებს თვალს ყველა ქვეყანაში რა ხდება, მაგრამ ის პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებს.
მან იცის საქართველოში რა ხდება, იცის ეს პროცესები, რაც ახლა მიდის და განაცხადა, რომ წმინდა ადამიანური პოზიციიდან, ის თანაგრძნობას გამოთქვამს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში და მას უსურვებს ჯანმრთელობას და წარმატებას. მან ეს ჩვენ წმინდა ადამიანური პოზიციიდან გამომდინარე გვითხრა”, – თქვა გოჩა ბარნოვმა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკლავეს. დაკავების შემდეგ ის შიმშილობს.