25 წლის ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს, გვიან ღამით თბილისში მოკლეს. დამნაშავემ მისი მისამართით 7-ჯერ გაისროლა. მომხდარზე რამდენიმე ვერსია გაჟღერდა.
“კურიერის” ინფორმაციით, ანასტასია შატალოვას მკვლელობასთან ე.წ. კანონიერი ქურდის კავშირი იკვეთება.
კერძოდ, მათი ცნობით, დამკვეთმა საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ე.წ. კანონიერ ქურდს, მეტსახელად “ჭიას” ანასტასია შატალოვას ლიკვიდაციისთვის შემსრულებლების პოვნა სთხოვა, რის შემდეგაც „ჭია“ იგივე ლაშა ბარათელი დაუკავშირდა თბილისში ერთ-ერთ პირს, რომელსაც დანაშაული სისრულეში უნდა მოეყვანა.
ამავე ინფორმაციის თანახმად, მკვლელს პირობის შესრულებაში 20 000-მდე დოლარი უნდა აეღო. ვის სურდა 25 წლის ქალის თავიდან მოცილება, ამის შესახებ შემთხვევის დღიდან ბევრი ვერსია გავრცელდა, მათ შორის ფიგურირებს ზურაბ ბერიძის სახელი, რომელთანაც მოკლულს საერთო შვილთან დაკავშირებით კონფლიქტი ჰქონდა.
შატალოვას დედა ჟურნალისტებისთვის მიცემულ პირველ კომენტარში თქვა, რომ მის შვილს უთანხმოება ბერიძის გარდა არავისთან ჰქონია.
ამავე თემაზე იხილეთ ვრცლად:
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამივე პირს ბრალი წარედგინა
მედიაში ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმიდან ამოღებული ფოტომასალა ვრცელდება
ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა