LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

FDA-მ Moderna-სა და J&J-ის ვაქცინების ე.წ. ბუსტერებად გამოყენების ნებართვა გასცა

82
gwwsz5xjzbov8mi

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Moderna-სა და Johnson & Johnson -ის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ე.წ. “ბუსტერული” დოზის გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

FDA-ს განცხადებით, ვაქცინაციის მსურველებს შეუძლიათ „ფაიზერის“, „მოდერნას“ ან „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინებიდან ნებისმიერით აიცრან, მიუხედავად იმისა, რომელი ვაქცინით არიან მანამდე ვაქცინირებულები.

ცნობილია, რომ ამ კვირის ბოლო აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის საკონსულტაციო კომიტეტი შეიკრიბება და გასცემს რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, ვინ და როდის უნდა მიიღოს ვაქცინების დამატებითი დოზა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები