“ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი წევრი, ლანა გალდავა აცხადებს, რომ კოალიციურ მმართველობაში თავადაც იქნება წარმოდგენილი.
გალდავას თქმით, “ლელოდან” კანდიდატები წარმოდგენილები იქნებიან როგორ ვიცე-მერების, ასევე საქალაქო სამსახურებისა და გამგებლების პოსტებზე, მათი ვინაობა კი საღამოს გახდება ცნობილი:
“მიგვაჩნია, რომ მრავალი პარტიით წარმოდგენილ კოალიციურ მმართველობაში დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღება და ქალაქისთვის რეზულტატი, ცხადია, უფრო მეტი იქნება.
გიდასტურებთ, რომ ვიქნები წარმოდგენილი ქალაქის კოალიციურ მმართველობაში. მიმაჩნია, რომ ეს იქნება საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორ შეუძლია სხვადასხვა პარტიას, მიაღწიოს საერთო მიზანს და ამით ქვეყანამ გაიმარჯვოს.
გიდასტურებთ, რომ “ლელოს” ცნობადი სახეები იქნებიან წარმოდგენილი როგორ ვიცე-მერების, ასევე საქალაქო სამსახურებისა და გამგებლების პოსტებზე, მაგრამ კონკრეტულად ვინ და რა რაოდენობით, ამას საღამოს შევიტყობთ”, – განაცხადა გადლავამ.
შეგახსენებთ, ოპოზიციურმა პარტიებმა “დროამ” და “ლელომ” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
ჩრდილოვანი კაბინეტის წევრების ვინაობა დღეს, 21:00 საათზე გახდება ცნობილი. ხაზარაძის თქმით, კოალიციური გაერთიანება საშუალებას მისცემს ქვეყანას, რომ იმართებოდეს მრავალპარტიულად და კრიზისიდან დროულად გამოვიდეს.