LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შატალოვა 5 ივნისს გამოკითხვის ოქმში მიუთითებდა, რომ მის მიმართ ქილერის დაქირავების მუქარა იყო – ადვოკატი

335
1

18 ოქტომბერს მოკლული ანასტასია შატალოვას ოჯახის ადვოკატის განცხადებით, შატალოვა 5 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გამოკითხვის ოქმში მიუთითებდა, რომ მის მიმართ ქილერის დაქირავების მუქარა იყო.

ადვოკატმა პაატა შავაძემ ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნული ჩვენებაც წარადგინა.

შავაძე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოუწოდებს, ბავშვი აღსაზრდელად მამას არ გადასცენ, რადგან ბავშვის მამა შატალოვასა და მისი მცირეწლოვანი ბავშვის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაშია ბრალდებული.

“მივიღეთ ინფორმაცია, რომ ბავშვის მამის უფლებადამცველები მეურვეობის საკითხზე მუშაობენ.

ოჯახის სახელით მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მივმართავ, არც ერთ შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღონ. ბავშვის მამა ბრალდებულია შატალოვასა და მისი მცირეწლოვანი ბავშვის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში, ასევე სიცოცხლის მოსპობით მუქარაში. არავითარ შემთხვევაში არ მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომ ბავშვი აღსაზრდელად მამას გადაეცეს.

ანასტასია შატალოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ივნისს გამოკითხვის ოქმში მიუთითებდა, რომ ქილერის დაქირავების მუქარა იყო მის მიმართ.

საგამოძიებო ორგანოს მოვუწოდებ, რომ ამ ჩვენებით დაინტერესდნენ და სამართლებრივი შეფასება მოხდეს”, – თქვა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, 25 წლის ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს, გვიან ღამით თბილისში მოკლეს. დამნაშავემ მისი მისამართით 7-ჯერ გაისროლა.

შატალოვას დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობა შეკვეთილი იყო. როგორც გარდაცვლილის დედამ აღნიშნა, შატალოვას ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის გარდა, კონფლიქტი არავისთან ჰქონია.

საქმეზე დაკავებული 3 პირს პროკურატურამ ბრალი დღეს წარუდგინა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებულმა, მისი აყვანის ღონისძიებაზე სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, თუმცა პოლიციამ მისი დროული დაკავება შეძლო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ვრცლად თემის შესახებ:

მედიაში ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმიდან ამოღებული ფოტომასალა ვრცელდება

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ყველა საჭირო საპროცესო მოქმედება ხორციელდება, რათა დანაშაულის ჩამდენი პირები პასუხისგებაში მიეცნენ

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამივე პირს ბრალი წარედგინა

მოსკოვმა ანასტასია შატალოვას მკვლელობასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს სამართლებრივი თანამშრომლობა სთხოვა

შატალოვას ადვოკატი: შარშანწინ იყო ეს დავა, ბავშვი წამოიყვანა და შემდგომ კეთილსინდისიერად დააბრუნა. მორიგდნენ, შერიგდნენ და გააგრძელეს თანაცხოვრება

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი: მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საერთოდ არ მინახავს

ანასტასია შატალოვას დედა: ჩემს შვილს კონფლიქტი ზურაბ ბერიძის გარდა, არავისთან ჰქონია – სურვილი გვაქვს, რომ ანასტასიას შვილი ჩვენთან გაიზარდოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები