თბილისობისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიონი ბათუმში ნგრევისას დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება. საკითხი დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შემდეგ დამტკიცდა.
სარეზერვო ფონდში თბილისობისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიონი ლარი გადამისამართდა ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის შექმნილი ფონდის ანგარიშზე.
„ეს არის თბილისის და თბილისელების თანხა და ვინაიდან თბილისი არასოდეს გამდგარა განზე ასეთ დროს, ეს თანხაც იქნება ბათუმისადმი გამოხატული მხარდაჭერის, გვერდში დგომისა და თანაგრძნობის ერთგვარი გამოხატულება თბილისისგან“, – აღნიშნა მერმა.
მან კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს.