LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაფე “გალერი” გაიხსნა

407

“გალერის” ადვოკატის, ხათუნა ხურცილავას ინფორმაციით, კლუბში ინვენტარი დაზიანებული არ არის. ისინი დღეიდან აღწერის ჩატარებას დაიწყებენ. ადვოკატის თქმით, კლუბიდან სამართალდამცველებს ისეთი მტკიცებულებები არ გაუტანიათ, რომელიც კლუბის მეპატრონეებთან იქნებოდა კავშირში.

ამასთან, კაფე “გალერის” დირექტორი, ვიოლეტა ყოლბაია ამ წუთებში დიღმის მთავარ სამმართველოში იკითხება.

11 მაისის ღამეს შსს-მ თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩაატარა და 8 ნარკორეალიზატორი დააკავა. დაკავებულებს შორის კაფე “გალერის” დაცვის სამსახურის უფროსიც არის. კლუბებში „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარებული სპეცოპერაცია პარლამენტის შენობის წინ გააპროტესტეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები