LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 ივნისს ტურიზმისა და მასპინძლობის მე-3 კონფერენცია გაიმართება

109

4 ივნისს, სასტუმრო “ბილტმორ თბილისში” Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში, ტურიზმისა და მასპინძლობის მე-3 კონფერენცია გაიმართება.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია წარმოადგენს „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ პროექტის ფარგლებში არსებულ მნიშვნელოვან ბიზნესპლატფორმას, რომლის მეშვეობით ინდუსტრიის წარმომადგენლებს ერთმანეთთან კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში, აგრეთვე ზოგადად, ქართულ ბიზნესსექტორში არსებული სიახლეების გაგების უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ.

ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია მიზნად ისახავს ერთად შეკრიბოს 350-ზე მეტი შესაბამისი ინდუსტრიისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენელი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები და მედია. კერძოდ, ის მოიცავს – პანელურ დისკუსიებს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მიმდინარე გამოწვევების და შესაძლებლობების შესახებ; ბაზრის წამყვანი მიმწოდებლების და ინდუსტრის ექსპერტების საინტერესო პრეზენტაციებს; B2B შეხვედრებს ინდუსტრიის მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან; Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის ყველა მიმდინარე სიახლეს, ახალი ჟიურის შემადგენლობის, ახალი ნომინაციების და ბევრი სხვა საინტერესო ინფორმაციის ჩათვლით, რომელიც შეეხება წლევანდელ საკონკურსო წელს”, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

მათივე ცნობით, დაინტერესებულმა პირებმა ხელიდან არ გაუშვან შესაძლებლობა გაიგონ უფრო მეტი ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მიმდინარე უახლესი პროცესების შესახებ.

რეგისტრაცია და დეტალური პროგრამის ნახვა შესაძლებელია სოციალურ ქსელსა და ვებგვერდზე: www.awards-tourism.com

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები