LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბასიანი” არ იხსნება იმიტომ, რომ არის მძევალი – ზვიად გელბახიანი დაკითხვაზე იმყოფება

141

პოლიციის სამმართველოში კლუბ „ბასიანის“ მეპატრონის დაკითხვა იწყება. ზვიად გელბახიანი სამართალდამცველებმა სპეცოპერაციიდან 10 დღის შემდეგ დაიბარეს. კლუბის მეპატრონისთვის პოლიციის გადაწყვეტილება გაუგებარია, რადგან შინაგან საქმეთა მინისტრმა უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ ნარკორეალიზატორებთან მეპატრონეებს კავშირი არ აქვთ.

უწყებაში შესვლამდე მან „რუსთავი 2″-თან განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, კონკრეტულად რა თემებთან დაკავშირებით სურს გამოძიებას მისგან ინფორმაციის მიღება, თუმცა ვარაუდობს, რომ ის შესაძლოა, ის მოწმის სახით იქნეს დაკითხული იმ რვა პირის საქმესთან დაკავშირებით, რომლებიც შსს-ს თანამშრომლებმა ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით 12 მაისს დააკავეს.

მისი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არაკოორდინირებულად მუშაობს. გელბახიანის შეფასებით, ღამის კლუბი „ბასიანი“ ხელისუფლებისთვის მძევალია.

„გუშინ მოხდა საკმაოდ კომიკური ფაქტი, დაგვირეკეს, დაახლოებით 9 საათისკენ და გვითხრეს ხვალინდელ დღეზე, რომ კლუბი გაიხსნებოდა და მედიებთან ერთად შეგვეძლებოდა, რომ შევსულიყავით. ბუნებრივია, ეს შევაფასეთ პოზიტიურ ნაბიჯად შსს-სგან, მაგრამ 15 წუთში დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ კლუბის გახსნა გადაიდო და მე ვარ დაბარებული დაკითხვაზე.

ეს ეჭვებს ბადეს, რომ ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური სარჩული, ვინაიდან „ბასიანის“ გახსნასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, ერთის მხრივ, შს მინისტრი აცხადებს, რომ უმოკლეს ვადაში, დაახლოებით, 4-5 დღეზე იყო საუბარი, კლუბი იქნება გახსნილი, თუმცა, მოადგილეს სხვა ვერსიები აქვს, ის იძახის, რომ კლუბი 2-3 კვირაში გაიხსნება. „ბასიანი“ „თეთრი ხმაურის მოძრაობასთან“ ერთად აქტიურად არის ჩართული კამპანიაში, რომელიც ბევრ საკითხში ითხოვს ცვლილებებს. მე და ჩემს თანამებრძოლებს გვაქვს განცდა, რომ „ბასიანი“ არ იხსნება იმიტომ, რომ არის მძევალი, რამდენად გავაგრძელებთ ან არ გავაგრძელებთ აქციებს,“ – განაცხადა გელბახიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები