LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დაარქვა ავტობიოგრაფიულ წიგნს „ჯოჯოხეთური“ და რატომ იძინებს ჩართულ ტელევიზორთან – მერლინ მენსონის ,,მუსიკალური ისტორია”

5606
1

ბრიან ჰიუ უორნერი, მერლინ მენსონის ნამდვილი სახელია. ამერიკელ როკ-მომღერალს, პოეტს, სიმღერების ავტორსა და ყოფილ ჟურნალისტს მსოფლიო ფსევდონიმით იცნობს. მისი სასცენო ფსევდონიმი ორი ადამიანის სახელის ერთობაა, ერთი ლეგენდარული მერლინ მონროა, მერე კი, რადიკალური სექტის ლიდერი ჩარლზ მენსონი. ის ავეჯის მწარმოებელი კომპანიის მფლობელის, გერმანელი ჰიუ უორნერის ერთადერთი ვაჟია. მენსონი ძალიან რელიგიურ ოჯახში გაიზარდა და ამბობს, რომ ყოველთვის მკვეთრი რელიგიური შეხედულების მქონე სასწავლებელში სწავლობდა.

ვიდეო: კანი უესტის, ჯასტინ ბიბერისა და მერლინ მენსონის ,,ჰელოუნის” რიტუალი, რომელმაც მაყურებელი შეაშინა

მუსიკის გარდა, მენსონი გატაცებულია ხატვით. მას შექმნილი აქვს 150-ზე მეტი ნამუშევარი და როგორც ამბობს, ეს მისი ყველაზე საყვარელი საქმეა. 1998 წელს, მერლინმა გამოუშვა ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელსაც დაარქვა „რთული გზა ჯოჯოხეთიდან“. სწორედ ასე იხსენებს ის ბავშვობას. იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც მის სახლში მძარცველები შეიჭრნენ და მისი ბალიშით გაგუდვა სცადეს. ამ ფაქტის შემდეგ მან ისეთი ტრავმა მიიღო, რომ დღემდე ჩართულ ტელევიზორთან სძინავს.

ამბობენ, რომ მისი მუსიკალური „რაიდერი“ უმკაცრესი და ძალიან გამორჩეულია. მაგალითად ის ითხოვს, რომ სცენა, სადაც კონცერტს გამართავს, უნდა იყოს შავ ფერებში გამოწყობილი. ის ყოველთვის ირჩევს საგრიმიოროს შავი ფერებით, ფარდებით, პირსახოცებით და ლარნაკებით.

ავტობიოგრაფიულ წიგნში ამბობს, რომ რელიგიურ სკოლებში ის თავს უბედურად გრძნობდა. იხსენებს, რომ 12 წლის ასაკისთვის ყველაფერი ქნა, რათა სკოლიდან გამოეგდოთ. ამბობენ, რომ ის ძალიან გულუხვია პარტნიორ ქალბატონებთან. მაგალითად მისი მეუღლე გახლდათ დიტა ფონ ტიზი, რომელსაც რამდენჯერმე უძვირფასესი სამკაული აჩუქა, ყველაზე პატარა მათ შორის 7 კარატიანი ბრილიანტით გახდათ. ქორწილი კი ირლანდიურ ციხე-სიმაგრეში გადაიხადეს, რაც კოლოსალური თანხები დაჯდა.

მერლინ მენსონი ნამდვილი გატაცება ტატუა. მას 19 სხვადასხვა ტატუ აქვს. 16 ხელებზე, 1 ყურის მიდამოში, ფეხსა და მკერდზე. მუსიკოსი იყო გატაცებული ალკოჰოლით და დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად ანონიმურ წრეებსაც ესწრებოდა. კითხვაზე, არის თუ არა ის ეპატაჟური და შოკისმომგვრელი, ამბობს, რომ არა. მუსიკოსი აცხადებს, რომ სამყარო იმდენად შოკისმომგვრელია, რომ ძნელია დღეს პუბლიკა რამით გააოცო.

მენსონის ანგარიშზე 11 სტუდიური ალბომი და 20-ზე მეტი კინოსურათია. სხვათა შორის ის პირველად ეკრანებზე გამოჩნდა დევიდ ლინჩის გახმაურებულ ფილმში „შოსე არსაით.“ ცოტა ხნის წინ მსახიობმა ივენ რეიჩელ ვუდმა მენსონი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. ამ ბრალდებას მალავე რამდენიმე ქალბატონის ახალი სარჩელი დაემატა. ამ ეტაპზე საქმე გამოძიების პრეროგატივაა, მიმდინარე პროექტები და ხელშეკრულებები მენსონთან ყველა კომპანიამ შეაჩერა.

ის დაბრუნდა – მერლინ მენსონმა ახალი სიმღერა We Are Chaos და კლიპი გამოუშვა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები