LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მიხარია მეგობრებთან თამაში: კახა კალაძე ანდრეა პირლოს გამოსათხოვარ მატჩზე

133

მილანში, „სან სიროს“ სტადიონზე ლეგენდარული იტალიელი ნახევარმცველის, ანდრეა პირლოს გამოსათხოვარი მატჩი გაიმართა. შეხვედრა „თეთრი ვარსკვლავებსა“ და „ლურჯი ვარსკვლავებს“ შორის 7:7 დასრულდა.

სხვებთან ერთად, მატჩში მონაწილეობა მიიღო თბილისის მერმა, კახა კალაძემ, რომელიც მეორე ტაიმში გავიდა მოედანზე.

ანდრეა პირლომ პირველი ტაიმი „თეთრებში“ ითამაშა, მეორე ტაიმი – „ლურჯებში“. მატჩის მიწურულს ის საკუთარი ვაჟმა შეცვალა.

 

ლურჯი ვარსკვლავები (სასტარტო): სტორარი – კაფუ, ბონერა, მატერაცი, სერჟინიო – ზეედორფი, ალბერტინი, ამბროზინი – კასანო, შევჩენკო, კვალიარელა.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ბუფონი, ადანი, ბარძალი, დიანა, ფერარა, კალაძე, ბროკი, დე როსი, დიამანტი, მარკიზიო, პეროტა, ბორიელო, რონალდინიო, ტევესი, ტონი, ვენტოლა.

თეთრი ვარსკვლავები (სასტარტო): დიდა – ხ. ძანეტი, კოსტაკურტა, ფავალი, ძამბროტა – ლამპარდი, პირლო, რუი კოშტა – პატო, ვიერი, დელ პიერო.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: აბიატი, ბონუჩი, კიელინი, იანკულოვსკი, მალდინი, ნესტა, ოდო, შიმიჩი, ბარონიო, კამორანეზი, გატუზო, ლეონარდო, პეპე, ვერატი, დი ნატალე, იაკუინტა, ინძაგი, მატრი, რონალდო, ტოტი.

გოლის ავტორები არიან: შევჩენკო, კვალიარელა, პატო, კასანო, ვიერი, დიდა, პატო, ზეედორფი, ბროკი, ლუკა ტონი, ინძაგი, მატრი.

 

მილანი, „სან სირო“ ჩემი მეორე სახლია, ძალიან მიხარია, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად ისევ მომიწია თამაში, – ამის შესახებ პირველ არხს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მილანში, ანდრეა პირლოს გამოსათხოვარი მატჩის დასრულების შემდეგ განუცხადა.

 

თამაშის დაწყებამდე კახა კალაძემ „სან სიროდან“ ფეისბუქლაივი ჩართო, რომელშიც მატჩის წინა სამზადისი და სტადიონზე შეკრებილი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ჩანან.

„საღამო მშვიდობის. ახლა ვიმყოფები ანდრეა პირლოს გამოსამშვიდობებელ თამაშზე და ძალიან სასიამოვნო გარემოა. ძალიან მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩემს მეგობრებთან ერთად, ადამიანებთან, ვისთანაც 10 წლის განმავლობაში, თუ რაიმე წარმატებას შეიძლება მიგვეღწია, ყველაფერი მოვიგეთ, ნამდვილად მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მომეცა შესაძლებლობა, ჩემს მეორე სახლში დავბრუნებულიყავი, „სან სიროზე“, ქალაქ მილანში, სადაც ჩემი ყოფილი თანაგუნდელები არიან შეკრებილები და ცოტა ხანში დაიწყება ეს შეხვედრა“, – აღნიშნა კალაძემ.

კახა კალაძემ ასევე მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, „მილანის“ შემადგენლობაში თამაშის პერიოდში გამოჩენილი თანადგომისთვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები