LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გლადიატორის სანდლები“ – სარა ჯესიკა პარკერი გადაღებაზე ქერი ბრედშოუს ცნობილი ფეხსაცმლით გამოჩნდა

362
sarajesikparker

სარა ჯესიკა პარკერი ისევ ნიუ-იორკშია, სადაც გრძელდება სერიალის „სექსი დიდი ქალაქში“ ახალი სეზონის გადაღებები. ამჯერად მსახიობი პაპარაცებმა ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს დააფიქსირეს, როცა ის მანქანიდან გადმოდიოდა. 56 წლის მსახიობი ჭრელ გრძელ პერანგში იყო გამოწყობილი.

ფოტო: 56 წლის სარა ჯესიკა პარკერის მორიგი მოდური გარდასახვა

ყურადღება მიიქცია პარკერის ფეხსაცმელმა, ეს სწორედ ის საზაფხულო ფეხსაცმელია, რომელიც ქერი ბრედშოუს გარდერობში არაერთხელ ვიხილეთ. სწორედ ეს ფეხსაცმელი ეცვა სარა ჯესიკა პარკერს 2007 წელს. მაშინ ამ ფეხსაცმელს „გლადიატორის სანდლები“ უწოდეს. მოგვიანებით მსახიობმა ის კიდევ ერთ ეპიზოდში, 2008 წელს მოირგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები