“ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდიანრეობს. საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. როგორც ცნობილია, სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი საკითხია ნარკოპოლიტიკაა.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა განაცხადა, დღეს გუნდი შეეცდება ნარკოპოლიტიკის საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსს მიაღწიოს. „დეკრიმინალიზაცია უნდა შეეხოს მარიხუანას. დანარჩენი სახის ნარკოტიკებზე, ჩემი პოზიცია შემდეგია, რომ პირველ და მეორე შემთხვევებზე არ იყოს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა – იყოს სხვა კუთხით მუშაობა ასეთი კატეგორიის ადამიანებთან და თუკი მას საშველი არ დაადგება, უნდა იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა,”- განაცხადა კარლო კოპალიანმა.
დეპუტატების აცხადებენ, რომ ნარკოპოლიტიკის შეცვლას ეთანხმებიან, თუმცა განსხვავებული ხედვები აქვთ. ზაზა გაბუნიას განცხადებით, ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეა და ერთიანი პოზიცია მასთან კონსულტაციებით უნდა შეჯერდეს.
“ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭევთ ამ საკითხს და პოზიციების კონსოლიდაციას. გვაქვს მკაფიოდ განსაზღვრული პოზიცია ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით – ეს უნდა იყოს ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა. ვიმსჯელებთ, რომ ვუპასუხოთ იმ შეკითხვებს, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს, საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს ერთიანი პოზიციით წარდგეს საზოგადოების წინაშე. ვმსჯელობთ ძალიან სენსიტიურ საკითხზე,”-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.