LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ იყო მიღებული ის გადაწყვეტილებები, რომელიც სიტუაციას განმუხტავდა – მარგევლაშვილი რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს აფასებს

98

” ნარკორეალიზატორების დაკავებიდან, რაც ჩვეულებრივი ყოველდღიური რუტინაა, გადაწყვეტილებების წყებით ქვეყანა დაძაბულობამდე მივიდა,” – რუსთაველზე გასულ კვირას განვითარებული მოვლენები გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას შეაფასა.

პრეზიდენტმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით, სახელისუფლებო უწყებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არასათანადოდ მიიჩნია.

„რეიდების დაწყებიდან იმ მომენტამდე, სანამ რუსთაველზე აღმოვჩნდით სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროების წინაშე, დავინახეთ პოლიტიკური და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების წყება, რომლებმაც რამდენიმე საათში ქვეყანა მიიყვანა სირთულემდე. რამდენიმე ნარკორეალიზატორის დაკავებიდან სულ რამდენიმე საათში მივედით იმ რეალობამდე, როდესაც ქალაქის ცენტრში გარკვეულმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ მათ აქვთ უფლება სიტუაციის კონტროლის და რომ ისინი გააკონტროლებენ ქუჩას, კონსტიტუციას და ვინ რას იტყვის და ილაპარაკებს. ამ დინამიკას თუ შევხედავთ, დავინახავთ რამდენად ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული. არ იყო მიღებული ის გადაწყვეტილებები, რომელიც სიტუაციას განმუხტავდა. ჩვენ ემოციურად ვუყურებთ ხოლმე ამ პროცესებს – ამან ეს თქვა, იმან ეს ეცვა, ის ამას ჟესტიკულირებდა. ნარკორეალიზატორის დაკავება არის ყოველდღიური რუტინა, არ არის პრობლემური თემა, თუმცა ამ თემიდან მივედით იმ მომენტამდე, როდესაც რუსთაველზე საჭირო გახდა რაღაც პროცესების წარმართვა. რა თემაა და რა პრობლემაა 8, 10-ის ან 20 ნარკორეალიზატორის დაკავება, რომ ამან საზოგადოება მიიყვანოს ასეთ დრამატიზმამდე. მთელი საზოგადოება იყო შეძრწუნებული იმით, რომ არ დავხოცოთ ერთმანეთი. შეიძლება უცებ მივიდეთ ასეთ კრიზისამდე,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, კონკრეტული მინისტრისა და სამინისტროს საქმიანობას ვერ შეაფასებს, რადგან ამისთვის კომპეტენტური ორგანო პარლამენტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები