რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორი“ სტუმარია მომღერალი მაკა ზამბახიძე, რომელმაც კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.
სხვათა შორის ასეთ მასშტაბურ რთველში პირველად მივიღე მონაწილეობა, ყველაფერში გავერკვიე, ჩემმა მევენახე მეუღლემ დაწურა ღვინო. მიხეილი ძალიან აქტიურად ჩაება სოფლის მეურნეობაში, სულ მეუბნება, რომ მე მისი სტიმული ვარ, მახარებს, რომ ასეთი სარგებელი მომაქვს მისთვის. აქამდე ასფალტის გოგო თუ ვიყავი, ახლა მიწათმოქმედი გავხდი, პატარა ღორებიც გვყავს და ,,ქათმუშკებიც”. სხვათა შორის, ღორები თავად ავცერი, საკუთარი ხელით.
მაკა, შენ დაოჯახდი, ამის შემდეგ ბევრი რამ იწერებოდა, გვესაუბრე ამის შესახებ…
რა თქმა უნდა, იყო ბევრი ნეგატიური ტალღა, ზოგადად ამაზე არ ვსაუბრობ, პირადზე საუბრებს არანაირი დადებითი არ მოაქვს. რას არ წერდნენ, ამბობდნენ, კაცი აღარ დაგვიტოვაო, იყო ბევრი ნეგატივი, თუმცა ისეთი არა, რომ შევეწუხებინე.
როგორ გაატარე პანდემიის პერიოდი?
მე და მიხეილმა დავიწერეთ ჯვარი იანვარში და მალევე დაიწყო ჩაკეტვები. ორი თვე ისე გემრიელად გავატარეთ მიხეილის სოფელში, ზემო ქედში. მოწყვეტილები ვიყავით ამ სიგიჟეთს, იქ პურსაც ვაცხობდით გემრიელად თონეში.
როდესაც დუეტი „ჯორჯია“ დაიშალა, ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ახლა კი ამდენი ხნის შემდეგ კვლავ გაერთიანდით,
ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ჩვენ დავიშალეთ სკანდალების გარეშე. ეს პროექტი იმდენად მასშტაბური იყო, რომ დაშლის პროცესში ჩვენ ჩვენს მსმენელს გავუფრთხილდით და ამიტომ უმტკივნეულოდ მოხდა ყველაფერი. მაინც თან დამყვებოდა რატი, ეს დუეტი. ჩვენ ორივემ სოლოკარიერა დავიწყეთ. გავიხსენებ, ჩემმა ჩვილმა, სალომემ 12 წლის ასაკში დაიწყო სიმღერა. ეს მოხდა ჩვენი დუეტის დაშლის შემდეგ. მან მითხრა სიმღერა დავწერეო, მე კი არასერიოზულად მოვეკიდე ამ ამბავს. ერთხელაც მოვისმინე და მეორე დღესვე წავედი და ეს სიმღერა გავაკეთე. სალომეს ინგლისური ტექსტები ჰქონდა, სიმღერას ჰქვია Angel, კლიპიც გადავიღეთ და მართლაც ისეთი თბილია… ამის შემდეგ ჩვენ დუეტი ჩავწერეთ. შემდეგ იყო მამულიჩა, თანამშრომლის ამპლუაში, გახდა ჩემი პროდიუსერიც. ჯგუფ „ნონ-სტოპთან“ ერთად გავაკეთეთ პროექტი. ახლა ჩვენ ვწერთ რატის სიმღერას. მას უამრავი სიმღერა ჰქონდა, ერთად ავარჩიეთ, სალომემ და რატიმ ტექსტი ერთობლივად გააკეთეს. ძალიან სხვანაირი სიმღერაა, განსხვავებული, მასზე გადავიღებთ ვიდეორგოლსაც.
მსმენელს ვეტყვი, რომ მაკას ცხოვრებაში დიდი სიახლეებია, ის ბებია გახდა, როგორი ბებიაა მაკა და ზოგადად, როგორი რეაქცია გქონდა, როდესაც სალომემ დაოჯახების გადაწყვეტილება მიიღო?
ძალიან ცუდი, გიჟს ვგავდი, მეც ადრეულ ასაკში შემემთხვა ეს ყველაფერი, 18 წლის ვიყავი სალომე რომ გავაჩინე, ვიცი ეს რაც არის, ბევრ რამეს წყდები, თუ არ გყავს ხელის შემწყობი, დამტოვებელი… სალომეც ისეთ საქმეს იყო ჩაჭიდებული, რეპეტიციები და ა.შ… თან სალომეს ორსულობის დროს პატარა პრობლემები ჰქონდა და ვერ იდგა სცენაზე. „ნონ-სტოპთან“ ბევრი სოლისტი გამოიცვალა, თუმცა მაინც მოხდა ისე, რომ სალომე დღეს კვლავ ჯგუფშია. ჩემს შვილიშვილს, მიქაელს შევარქვი ქოქოსი, ქოქოსივით ბიჭია, ძალიან საყვარელია, ისეთ ტკბილია ვერ ვუძლებ. ჯერ ვერ ვაცნობიერებ, რომ ბებია ვარ. სანამ მოევლინებოდა სამყაროს, სამშობიაროშიც ვუმღერე იავნანა.