LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, კორპუსის ნგრევისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი გაიხსნება – დეკანოზი შიო

77
BeFunky-collage (9)

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, მე-13 კორპუსთან მდებარე ეზოში მემორიალის გახსნა იგეგმება, სადაც იმ ადამიანების სახელები და გვარები იქნება ამოტვიფრული, რომლებიც 8 ოქტომბერს კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად დაიღუპნენ. ინფორმაციას “იმედი” დეკანოზ შიოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პროექტი ბოლომდე ჩამოყალიბდება და ტრადიციად დავაწესებთ, რომ ყოველ შაბათს 12:00 საათზე ამ ადგილას გადაიხდება დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი“, – აღნიშნა ტელეკომპანიასთან დეკანოზმა.

ბათუმში დაანგრევენ 7-სართულიან კორპუსს, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა – შენობა ეტაპობრივად დაიშლება

შეგახსენებთ, რომ 8ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოიშალა, რასაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც.

ვიდეო: ვკითხე ბავშვს რა დახატე მეთქი და მე და დედა ზეცაში მივდივართო…: ბათუმის ტრაგედიის დროს დაღუპული 12 წლის დათას მამა

“ამხელა ცოდვას ვერავის ავკიდებ” – გია შომახია კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევაზე

ტრაგედიიდან მე-9 დღეს სასულიერო პირებმა დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

დღითიდღე უმჯობესდება, პალატაში გადავიყვანეთ – კორპუსის ნგრევისას გადარჩენილი მამაკაცი თავს კარგად გრძნობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები