რუსთავის ციხესთან სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალებული პირები აქციას მართავენ. ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი ხელისუფლებას მიმართავს ლოიალურობას თავი დაანებოს და ისე მოექცნენ ნაციონალურ მოძრაობას, როგორც მათ ეკუთვნით.
მისი განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას არ უნდა მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება და უნდა აიკრძალოს, როგორც ფაშიზმი აიკრძალა“.
„შენ, რომ შექმენი ისეთ ციხეში უნდა იჯდე ეს სანატორიუმია შენთვის. გვატყუებ ვშიმშილობო და კილოობით თაფლს ჭამ.
მინდა ხელისუფლებას მივმართო, ძალიან გთხოვთ ამ ლოიალურობას თავი დაანებეთ და მოიქეცით ისე როგორც მას ეკუთვნის და არა ახლა, რომ ფუფუნებაში გყავთ.
ნუ აძლევთ უფლებას, რომ კიდევ არიონ აქაურობა. ენმ-ს არასოდეს არ უნდა მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, აკრძალეთ ეს პარტია როგორც ფაშიზმი აიკრძალა.
სამუდამო პატიმრობა გეკუთვნის მიხეილს სააკაშვილო და ჩვენნაირი გაუბედურებული ოჯახების გამო ანგელოზივით შვილები, რომ დაგვიხვრიტე ჯოჯოხეთი გელოდება“, – აცხადებს ია მეტრეველი.