აშშ-ში მედია იუწყება, რომ ტეხასის შტატში, ქალაქ სანტა-ფეს სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმისას 8 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის ორგანოებს ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ.
ტელეკომპანია ABC-ის ცნობით, რომელიც სკოლის ადმინისტრაციას ეყრდნობა, თავდამსხმელი დაკავებულია. ის იმ სკოლის მოსწავლეა. თავდასხმის მოტივი არ კონკრეტდება.