LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის ძირითადი მატება მცირე ასაკის ბავშვებშია – სპეციალისტები ვითარებას საგანგაშოდ თვლიან

58
დავით რეხვიაშვილი

მცირე ასაკის ბავშვების კოვიდ-ინფიცირება და პედიატრიული პაციენტების რაოდენობა საავადმყოფოებში მომატებულია.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორის განცხადებით პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

როგორც დავით რეხვიაშვილი აღნიშნავს, ამ ეტაპზე ინტენსიური და რეანიმაციული განყოფილება სრულად არის დატვირთული, სადაც 27 პაციენტი მკურნალობს, დღევანდელი მდგომარეობით მათგან არცერთი არ იმყოფება აპარატულ მხარდაჭერაზე.

“მიუხედავად იმისა, რო კლინიკა სრულად დატვირთულია, მხოლოდ 4 მშობელია, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ძირითადი გადადება მოხდა საყოფაცხოვრებო კონტაქტისგან,”- განმარტავს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი.