ჯონი დეპი გასული თვის ბოლოს „დიორის“ არომატის Sauvage ახალ სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდა. კლიპი საოცრად შთამბეჭდავია. 58 მსახიობი უდაბნოში, მგლების გარემოცვაში დგას და გიტარაზე ენერგიულად უკრავს. მას ტყავის შარვალი და ჟილეტი აცვია და შესანიშნავად გამოიყურება.
ცნობისთვის, ჯონისა და მის ექს მეუღლის, ემბერ ჰარდის სასამართლო პროცესი კვლავ გრძელდება. დეპს ყოფილ ცოლთან სასამართლოს განახლების უფლება მისცეს. შეგახსენებთ, განქორწინების შემდეგ, 35 წლის ემბერმა განაცხადა, რომ ჯონი დეპის ფული არ სჭირდებოდა და სასამართლოს მიერ გადაცემულ მილიონს საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავდა. თუმცა ის ბავშვთა კლინიკებს მხოლოდ 100 000 დოლარით დაეხმარა, დანარჩენი კი მიითვისა.
„ჯეკ ბეღურა“ არ ჩერდება – ჯონი დეპის მორიგი ნაბიჯი გამარჯვებისკენ – ახალი დეტალები
https://www.youtube.com/watch?v=-oeZ0nFsExs