LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვერავის ვაძაგებ ვინც მათ მიტინგებს ესწრება. ოცნებამ ეს დაიმსახურა! არათუ ეს, უფრო მეტი…” – მირიან ნიკოლაძე

7760
BeFunky-collage

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გუშინ თავისუფლების მოედანზე გამართული აქცია მთავარი განხილვის თემაა სოციალურ ქსელში.

“სანამ საქართველოში არ დამთავრდება მიტინგზე ფულით მიზიდვების პრაქტიკა, მანამ გაგრძელდება ადამიანების დაფასოება 20, 50 და 100 ლარიან საქონელად” – იაგო ფრანგიშვილი

კავკასიურ ცარცის წრედ იქცევა აქაურობა, სადაც ძალაუფლების მსურველებს საქართველო შუაზე “შემოეგლიჯებათ” – დაჩი გრძელიშვილი

მარიამ გეგუჩაძე: “ცდებით, როცა ამბობთ რომ აქციის მონაწილეებს ან წარსული შეცდომები არ ახსოვთ, ან ვერ ხედავენ…”

ამდენი ხალხი მგონი ნაცების წასვლის მოთხოვნით არ გაერთიანებულა.. აი რა ჩაუტარა ქართულმა ოცნებამ თავისთავს: მაკა ჩიჩუა

მხარდამჭერს აქციას ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ეხმიანება და წერს, რომ “ოცნებამ ეს დაიმსახურა”.

“მიუხედავად იმისა, როგორი კატეგორიული შეუთავსებლობა მაქვს ნაციონალურ მოძრაობასთან და მის ამორალურ ლიდერთან, ვერავის ვაძაგებ ვინც მათ მიტინგებს ესწრება.

ოცნებამ ეს დაიმსახურა!

არათუ ეს, დაიმსახურა კიდევ უფრო მეტი, რომელიც გზა და გზა იქნება. თქვენ იკითხეთ, სამშობლოს უგულვებელმყოფელნო,

საკუთარი ხალხის ფეხებზე დამკიდებლებო, თორემ ჩვენ როგორც წინა 30 წელი გადავრჩით საკუთარი და ერთურთის ძალისხმევით, ასევე გადავრჩებით ახლაც.

წამოვკოტრიალდებით მშვიდად, მოვიმარჯვებთ თხილს, არაჟანს და ჯანჯაფილს (როგორც გვითხრეს, ვნებებს აღვივებს) და გავზომავთ სპრინტერულ მონაცემებს-გორიდან კაგებეშნიკის დიშვილმა უფრო მაგარი შედეგი დადო თუ თქვენ დაამხობთ რეკორდს თბილისიდან წითელ ხიდამდე.

მიყვარხართ ნაცებიც და ქოცებიც, ამიტომ მეცოდებით და მეცოდება საკუთარი თავი, მომავლის გარეშე დარჩენილი ჩვენი შვილები, მეტს ვერაფერს ვახერხებ”,- წერს მირიან ნიკოლაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები