LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესო ზანგური რუსთაველის თეატრში დაბრუნდა?!.

298
besozanguri

რუსთაველის თეატრი 16 ოქტომბერს სპექტაკლს აანონსებს, სადაც ერთ-ერთ როლს მსახიობი ბესო ზანგური ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ზანგურის წინააღმდეგ გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მისმა ყოფილმა მეუღლემ, ნინუცა მაყაშვილმა ისაუბრა და ის ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა, ბესო ზანგური თეატრიდან დროებით გაათავისუფლეს.

მას შემდეგ, რაც რუსთაველის თეატრის ოფიციალურ გვერდზე გაჩნდა სპექტაკლის ანონსი, მაყურებელს გაუჩნდა ეჭვი, რომ ბესო ზანგური უკვე აღადგინეს თეატრში.

„პრაიმტაიმს“ ამ კითხვაზე რუსთაველის თეატრიდან უპასუხეს და აღნიშნეს: „მსახიობს ცნობა აქვს მოტანილი, რომ მასზე სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული და ძებნილი არ არის. მას ჰყავს დუბლი, სპექტაკლში რომელი ითამაშებს, ამ ეტაპზე ზუსტად არ ვიცით“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები