LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხოშტარია: რაც არ უნდა კითხვები მქონდეს, მოძალადის მხრიდან მიტაცებულ სახელმწიფოში პრეზიდენტის დასჯა კატეგორიულად მიუღებელია, ამიტომ მივდივარ აქციაზე

62
ელენე ხოშტარია

„მე მინდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც პრემიერიდან დაწყებული, ყველა პოლიტიკოსით გაგრძელებული გასამართლება ჩვეულებრივი ამბავი იქნება. სადაც ხელშეუხებელი არავინაა,“ – ამის შესახებ „ფეისბუქზე“ მოძრაობა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია წერს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამ განცხადებით დღეს დაგეგმილ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საზოგადოებაში მის დანაშაულებთან დაკავშირებით კითხვები რჩება.

თბილისისკენ მომავალ კოლონებს გზად ცოცხები დაახვედრეს

„მე მინდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც პრემიერიდან დაწყებული, ყველა პოლიტიკოსით გაგრძელებული გასამართლება ჩვეულებრივი ამბავი იქნება. სადაც ხელშეუხებელი არავინაა. სადაც ისეთ დანაშაულებზე როგორიც იყო ციხე, გირგვლიანი, ია კერზაია, ლაშქარავა და სხვა, საზოგადოებაში კითხვები აღარ დარჩება, რადგან სასამართლო ობიექტურად გასცემს პასუხს და ყველა დაისჯება. ჩემი შვილიც რომ იყოს ისიც.

ანა წითლიძე: ფსკერიც კი აღარ ქვია ამას, სამტრედიასთან გზა გადაგვიკეტეს, 30 კაცია ცოცხებით

დღეს რაც ხდება არის ზუსტად საპირისპირო. მარტივ კითხვებს დავსვამ. თქვენი აზრით პუტინს იმიტომ უხარია სააკაშვილის დაჭერა, რომ ადამიანის უფლებები აწუხებს საქართველოში? ცხადია არა.

პუტინისთვის ვარდების რევოლუცია საშიში ბაცილაა და უნდა მოკლას. დანარჩენი, რაც ჩვენ მოსახლეობას 9 წლის პერიოდის ცუდ მხარეებზე აწუხებს პუტინს კიდია. რეფორმების იდეა უნდა დასაჯოს.

დეკანოიძე: ქუთაისში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ძალდატანებით ცოცხები დაურიგეს და დააყენეს გზაზე

თქვენი აზრით ივანიშვილს ადამიანის უფლებების დარღვევა აწუხებს? ან გირგვლიანი? ან მოსმენები? ასე შეიძლება ფიქრობდით, მაგრამ მაშინ თავად რატომ უსმენს და არც მალავს? ია კერზაიას საქმე რატომ კიდია? ლექსო ლაშქარავას ცხედარი რატო გაიტაცეს? ადამიანების ცემა რატომ მოწონთ თუ ის ადამიანი სხვა აზრზეა?

სწორედ იმ ცოცხებით გაიხვეტებიან ხელისუფლებიდან, რომლითაც დარბიან – ბარამიძე

მეგის ქარდავას მოადგილე რატომ დააწინაურეს? ციხეები ვისაც ეხებოდა ის პროკურორი რატო დააწინაურეს? მურუსიძე რატო დააწინაურეს? კიდია ბიძინას ადამიანის უფლებები და ეს ნათლად გვანახა. აბა რატომ ჩასვა მიშა? იმიტომ რომ საკუთარ კომფორტს ურღვევს, მათ შორის დანაშაულების ჩადენის კომფორტს.

ირინა სარიშვილი: ცოცხებს რო გირიგებენ, თითო 11 ლარი ღირს და ფულად გამოართვით ფულად, არ გირჩევნიათ?

მე რაც არ უნდა კითხვები მქონდეს, მოძალადის მხრიდან მიტაცებულ სახელმწიფოში პრეზიდენტის დასჯა კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ დღეს მივდივარ აქციაზე და ამიტომ ვაგრძელებ ბრძოლას მეორე ტურებში ცვლილებებისთვის.

ჩემთვის სასურველი ცვლილებები არის კოალიციური მმართველობა, სადაც ზუსტად ვიცი სასამართლოს გავაკეთებთ,“- წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.