პროკურატურამ, არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბაბუას ბრალდება წარუდგინა.
ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
გამოძიების ინფორმაციით, ფაქტი შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში ხდებოდა. მამაკაცი თბილისში აიყვანეს. წაყენებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს დაკავებულის ადვოკატი.