LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენიო მორიკონეს კონცერტისთვის ბათუმი-თბილისის მატარებელი შეკვეთილშიც გაჩერდება

212

თანამედროვეობის უდიდესი კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს კონცერტი „ბლექ სი არენაზე“ 19 მაისს არის დაგეგმილი. კონცერტის ბილეთების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია, ღონისძიებამდე მხოლოდ სამი დღე დარჩა. ბილეთების შეძენა ჯერ კიდევ არის შესაძლებელი საიტზე tkt.ge.

მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, „საქართველოს რკინიგზა“ ენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით ელექტრომატარებლებს ,,ბლექ სი არენას” ბაქანზე გააჩერებს. კერძოდ, 19 და 20 მაისს, ელექტრომატარებლებს #802/801 თბილისი-ბათუმს, #804 თბილისი-ბათუმს, ეძლევათ ორწუთიანი გაჩერება ურეკი-ნატანების გადასარბენის ბაქანზე (ბლექ სი არენა). ბილეთების შეძენა შესაძლებელია ცენტრალური ვაგზლის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებგვერდზე და აპლიკაციიის (Georgian Railway Tickets) საშუალებით.