LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წელს საქართველოში მრავალი მასშტაბური მეგაპროექტი დასრულების, ან აქტიური განხორციელების ფაზაში იქნება – ქარსელაძე

50
irakli-qarselazeee-1630577651

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის თქმით, 2022 წელი რეკორდული იქნება, მრავალი მიმდინარე მასშტაბური მეგაპროექტი დასრულების, ან აქტიური განხორციელების ფაზაში იქნება.

„შესაბამისად, ეს ყველაფერი ასახული არის ბიუჯეტში. მოთხოვნილი რესურსი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე არის წარდგენილი. თუმცა შესაბამისი პრიორიტეტების გადალაგების ფარგლებში, ის დაწყებული და ახალი პროექტები, რომელიც განსაზღვრული იყო, გარკვეულწილად იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, მათ განვითარებას მხოლოდ და მხოლოდ მხარდაჭერა ექნება 2022 წელს. საუბარი არის გზებზე, საუბარი არის წყლებზე, მუნიციპალური განვითარება, სკოლები, ბაღები და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები. რა თქმა უნდა, რეგიონების განვითარების პროგრამა, ყველა ის მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს და ახალი პროგრამებიც იმედია, გვექნება მომავალში“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები