LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ძმა: ხუმრობა ეგონა, არ იცოდა, რომ პოლიციისთვის უნდა ეცნობებინა

369
თომას კენედის მკვლელობა

ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის საქმეზე მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულის ძმა ამბობს, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა ოთხმა პირმა, ვ.ო-ს (მის ძმას) 28 წლის თომას კენედის ძარცვა შესთავაზეს, თუმცა ბრალდებულმა ამაზე უარი განაცხადა.

დაკავებულის ძმა იმასაც აღნიშნავს, რომ მის ძმას შეთავაზება სერიოზულად არ მიუღია და არც იცოდა, რომ შესაძლო დანაშაულზე ინფორმაცია სამართალდამცველებისთვის უნდა მიეწოდებინა.

„გამოძიებიდან გამომდინარე ეწერა, რომ შეთავაზებული ჰქონდათ დაყაჩაღება და ჩემმა ძმამ უარი განაცხადა. ალბათ სერიოზულად არ მიიღო და ეგონა, რომ ხუმრობით იყო, შესთავაზეს თუ არა მაგ დროს მოდიოდა ჩემი ძმა. არც იცოდა, რომ სამართალდამცავებს უნდა აცნობოს ეს ინფორმაცია, რათა რეაგირება მოეხდინათ, შეიძლება არ იცოდა,“- თქვა დაკავებულის ძმამ.

შეგახსენებთ, რომ ტურისტის მკვლელობის საქმეზე კიდევ ოთხი პირია დაკავებული, გამოძიება მათ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასა და ძარცვას ედავება.

დიდი ბრიტანეთის მოქალაქის დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი მკვლელობის და ძარცვის ფაქტზე 4 პირს, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს: საქართველოს პროკურატურა

გორის რაიონული სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებაზე ამ წუთებში მსჯელობს.

დაცვის მხარის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე ბრალდების მხარის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს და აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას გამოიყენებს, ისინი ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 7 ოქტომბერს მოხდა. გამოძიების თანახმად, 4 პირი უცხოელ ტურისტს ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი უგონო მდგომარეობაში მყოფი მტკვარში გადააგდო.

მოკლული ბრიტანეთის მოქალაქე, 28 წლის თომას კენედია. მომხდარზე შსს-მ 5 პირი გუშინ, 10 ოქტომბერს დააკავა.

ერთი წამით შორიდან შეხედეთ ჩვენს „ღვთით კურთხეულ“, „ღვთისმშობლის წილხვედრ“ ქვეყანას – კანიბალები და უღმერთოები ვჩანვართ: გიორგი სუხიტაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები