LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეხანძრე-მაშველებმა ბათუმის ტრაგედიისას გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგეს

118
1

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში 8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ტაძარში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ, მეხანძრე-მაშველებმა დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს.

დღეს ტრაგედის დროს დაღუპულ ოთხ მოქალაქეს დაკრძალავენ.

 

შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი.

ადგილზე თითქმის 30 საათის განმავლობაში უწყვეტად მუშაობდნენ მაშველები. საძიებო – სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო  სამინისტროს არაერთი დანაყოფი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები