LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ისტორია გამოგონილია…თვალში საცემია ერთი დეტალი” – ირმა ჭკადუა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების საქმეზე გავრცელებულ ერთ-ერთ ვერსიას ეხმიანება

3919
LERI SULABERIzE

ადვოკადი ირმა ჭკადუა, მედიაში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების საქმეზე გავრცელებულ ერთ-ერთ ვერსიას ეხმაურება. მისი თქმით, „ბანკები და ფინასების“ მიერ მომზადებული სტატია, სადაც საუბარია, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს ხელს ლერი სულაბერიძე უწყობდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

“ბანკები და ფინანსები”-ს მიერ მომზადებული სტატია, სათაურით: “ვის ეკუთვნის წყნეთის სახლი, სადაც იმალებოდნენ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები და უკავშირდება თუ არა, ძებნილთა ხელშეწყობას ლერი სულაბერიძის სახელი?” არ წარმოადგენს სიმართლეს. ისტორია გამოგონილი, მიზანი კი ლერი სულაბერიძის ოჯახის და მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვაა..

გვსურს, პირველ რიგში ჩვენი ოჯახის სახელით სამძიმარი გამოვუცხადოთ ნიკა კვარაცხელიას ოჯახს, განვიცდით და შეძრულები ვართ მოხდარი ტრაგედიით. ფაქტია, ამ სტატიის სამიზნე იყო ლერი სულაბერიძე და მისი ოჯახი, გვსურს კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ ამ ინფორმაციის მომწოდებელი წყარო, არის დაინტერესებული მხარე. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს თავად სტატია და მისი შინაარსი.

თვალში საცემია ერთი დეტალი, კერძოდ, ასეთი მძიმე ტრაგედიის ფონზე დინამო თბილისთან 23 წლიანი სამართლებრივი დავის მიმოხილვა მინიმუმ უხერხულია ?!

შეუძლებელია, ამ სტანდარტითა და მიდგომით, საზოგადოებას მედიამ მიაწოდოს მიუკერძოვებელი და ზუსტი ინფორმაცია.
ლერი სულაბერიძე და მისი იურისტები კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე კავშირს წყნეთში დაკავებულ ძებნილებთან და შესაბამისად, დაუყონებლივ მოვითხოვთ ამ გამოგონილი ისტორიის უარყოფას რედაქციისგან!”, – წერს ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 22 წლის ახალგაზრდის, ონლაინ-პლატფორმა „ფიდსის“ დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები, აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში დააპატიმრეს.

„ბანკები და ფინანსების” ინფორმაციით, მათთვის ცნობილი გახდა, თუ ვის ეკუთვნის სახლი, სადაც ჩატარდა აყვანის ოპერაცია და რა კავშირები იკვეთება სახლის მესაკუთრის სანათესაო-სანაცნობო წრესა და ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მკვლელობის შემკვეთ კაკულიებს შორის.

მათი ცნობით, სახლი გაფორმებულია არქიტექტორ მირიან (მიკა) ყრუაშვილზე (კომპანია „არსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი), რომელიც არის მარინა ჭყონიას ქმარი. მარინა ჭყონია, არის სკანდალურად ცნობილი ლერი სულაბერიძის ყოფილი მეუღლე. არსებული ინფორმაციით, ყოფილი მეუღლეები დღემდე მეგობრობენ ახალი ოჯახებით. ლერი სულაბერიძე – მიიჩნევა გიორგი (ჟორიკა) რურუას უახლოეს მეგობრად. მისი სახელი უკავშირდება „ბოროტების“ საძმოს, საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ ჩახლართულ ფინანსურ საქმეებს, ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარის არჩევნებში კრიმინალურ ჩარევას, 1992 წელს ვერაზე თორაძეების ამოჟლეტვას და სხვა კრიმინილურ ისტორიებს.

ლერი სულაბერიძე არის ლიკა გოგლიძის ქმარი, ლიკა გოგლიძის და ეკა გოგლიძე კი, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის სავარაუდო დამკვეთების, გუგა და დათა კაკულიების დედაა.

აქედან გამომდინარე, სააგენტოს ინფორმაციით, ძებნილთა ხელშემწყობთა წრის სათავეში, თბილისში 90 იანი წლებიდან მოყოლებული, სკანდალურად ცნობილი, ლერი სულაბერიძის სახელი ფიგურირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები