„ქართულმა ოცნებამ“ პანდემია ვერ მართა და მოაწყო ქართველი ხალხის გენოციდი. ყოველდღე ვკარგავთ 50 ადამიანს, რაც არის არაკომპეტენტურობის, უცოდინარობის და არაპრინციპულობის ბრალი,“ – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კოვიდ სტატისტიკაზე საუბრისას განაცხადა.
ხაზარაძის შეფასებით, თუ „სასწრაფოდ ხმა არ ამოვიღეთ და არ ვუშველეთ, ამ სიტუაციას ვერაფერი შემოატრიალებს“.
„ამ აურზაურში დაგვავიწყდა ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს ეხება. „ქართულმა ოცნებამ“ იმით, რომ პანდემია ვერ მართა, მოაწყო ქართველი ხალხის გენოციდი.
ყოველდღე ვკარგავთ 50 ადამიანს, რაც არის არაკომპეტენტურობის, უცოდინარობის და არაპრინციპულობის ბრალი. თუ სასწრაფოდ ხმა არ ამოვიღეთ და არ ვუშველეთ, ამ სიტუაციას ვერაფერი შემოატრიალებს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, ბოლი 24 საათში ქვეყანაში დაინფიცირდა 4 774, გარდაიცვალა კიდევ 37 პირი