ცნობილი გახდა 10 ევროპული გუნდის ვინაობა, რომლებიც 2021 წელს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.
ახალი ტროფეისთვის იბრძოლებენ: „რეალი“, „ბარსელონა“, „ბაიერნი“, „მილანი“, „ლივერპული“, „აიაქსი“, „ინტერი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „იუვენტუსი“ და პსჟ.
ევროპიდან დარჩა კიდევ ორი ადგილი, პრეტენდენტები არიან „მანჩესტერ სიტი“, „ჩელსი“, „ატლეტიკო“, „პორტო“, „ბენფიკა“ და „ბორუსია“.
ტურნირი ზაფხულში, ივნისში, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ჩატარდება და ორკვირა-ნახევარი გაგრძელდება.
ჯგუფის რვა გამარჯვებული ერთმანეთს მეოთხედფინალში დაუპირისპირდება.
ჯგუფურ ეტაპზე 24-დან 12 ევროპული კლუბი იქნება, 4 სამხრეთამერიკული, 2 აზიიდან, 2 აფრიკიდან, 2 ცენტრალური და ჩრდილოეთ ამერიკიდან და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებიდან, ერთი გუნდის ვინაობა პლეი-ოფში სამხრეთამერიკული და ოკეანეთის გუნდებს შორის დაპირისპირების შედეგად გაირკვევა.
ადგილს პირდაპირ მიიღებს მასპინძელი ქვეყნის ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი.
ბოლო საკლუბო ჩემპიონატი მადრიდის „რეალმა“ მოიგო.