საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს გია ვოლსკის მოლოდინი აქვს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დეპუტატებს 12 მაისის მოვლენებზე სრულფასოვან და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, კანონმდებლებმა ქვეყნის სტაბილურობისთვის გარკვეული დასკვნები ყოველგვარი ანგაჟირების გარეშე უნდა გამოიტანონ.
„ველოდებით, რომ ამომწურავ ინფორმაციას მივიღებთ იმის შესახებ, თუ რა მოხდა 12 მაისს და როგორ გაგრძელდა შემდგომი პროცესები. არ მგონია, ოპოზიცია იმ ვითარებაში კონსტრუქციულად იყოს განწყობილი,“ – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 18 მაისს წარდგება.