LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,კალმარის თამაში” – „ნეტფლიქსის“ ერთ-ერთი რეიტინგული და პოპულარული სერიალი

716
https---cdn.cnn.com-cnnnext-dam-assets-210929133837-squid-game-netflix-03

სერიალი „კალმარის თამაში“ (SQUID GAME) კომპანია  „ნეტფლიქსის“ პროდუქციაა და მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი 2021 წლის 17 სექტემბრიდან გახდა, მალევე ის უკვე მილიონობით მაყურებელს ჰქონდა ნანახი და შესაბამისად, „ნეტფლიქსის“ ერთ-ერთი რეიტინგული და პოპულარული სერიალის ტიტულიც მოიპოვა.

სერიალის სცენარს მისი შემქმნელი 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა კინოკომპანიას სთავაზობდა, მაგრამ მუდმივად უარს იღებდა – საბოლოოდ, მისი გადაღება „ნეტფლიქსმა“ გადაწყვიტა.

„კალმარის თამაში“ ამავე სახელწოდების  1970-იანი წლების პოპულარულ თამაშს ეფუძნება და მოქმედება სამხრეთ კორეაში ხდება – 456 მოთამაშე ერთდროულად მიიღებს მოსაწვევს სასიკვდილო თამაშებში მონაწილეობაზე, ჯილდო კი შთამბეჭდავი თანხაა, რომელიც შეჯიბრების ყველა მონაწილეს სჭირდება – ყველა მათგანს აქვს ვალი, რომლის გადახდასაც ვერ ახერხებს და გამოუვალ სიტუაციაშია…

თამაში რამდენიმე ეტაპისგან შედგება და თითოეული წინაზე უფრო რთულია… მოვლენები გასაიდუმლოებულ კუნძულზე მიმდინარეობს და მოთამაშეთა ადგილსამყოფელი მხოლოდ საიდუმლო ორგანიზაციის წევრებმა იციან. სწორედ ისინი წარმართავენ სასიკვდილო თამაშებს. სერიალი სუსტი ნერვების მქონეთათვის არ არის განკუთვნილი და ყოველ ახალ ეპიზოდს უფრო მეტი დაძაბულობა და დრამატიზმი შეაქვს მასში.

„კალმარის თამაშის“ ჯერ მხოლოდ ერთი სეზონია გამოსული, ის 9 ეპიზოდისგან შედგება და თითოეულის ხანგრძლივობა 45 წუთია.

 

გიორგი გოგოლაძე

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები