LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფლაცია ეროვნული ბანკის მიზეზით არ არის გამოწვეული – აკაკი ცომაია

130
3333

ეროვნული ბანკის მოლოდინია, რომ ინფლაციის დონე, რომელიც საკმაოდ მაღალია, წლის ბოლომდე შემცირდება.

“ფორტუნას” გადაცემაში “ბიზნესკურიერი” გიორგი კეპულაძესთან ერთად, ქვეყანაში არსებულ ინფლაციის მიზეზებზე საუბრისას ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ განაცხადა, რომ ინფლაცია ეროვნული ბანკის მიზეზით არ არის გამოწვეული. 

„მყისიერი ტარიფის ზრდა და ენერგომატარებლებზე ტარიფის ზრდა ნიშნავს საწარმოო დანახარჯების გაზრდასაც. ესეც ცხადია, გავლენას ახდენს ინფლაციაზე.

ვრცელდება მოსაზრებები იმის შესახებ, რომ თითქოს ცენტრალური ბანკი ბეჭდავს ფულს, მაგრამ ეს არის მხოლოდ მითი.

ცენტრალური ბანკი დიდი ხანია არ ბეჭდავს ფულს და ბოლო პერიოდი, რასაც ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ ამკაცრებს  მონეტარულ პოლიტიკას და ებრძვის ინფლაციას.

ამ ეტაპზე, ინფლაცია ნამდვილად არ არის გამოწვეული ეროვნული ბანკის მიზეზით.

ინფლაცია ეროვნული ბანკის მიზეზით რომ იყოს გამოწვეული, ინფლაციის მოლოდინი უნდა არსებობდეს, რომელიც ცვლადია და შესაბამისად ვერ ვიტყვით, რომ ინფლაციური მოლოდინები ჩამოყალიბებულია, რაც გავლენას ახდენს უკვე შემდგომ ინფლაციაზე.

შესაბამისად, თუ ინფლაციური მოლოდინები არ არის პოზიტიური და დადებითი, ამ შემთხვევაში ინფლაცია ერთჯერადი ფაქტორებით არის გამოწვეული და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვიზიარებ ერვნული ბანკის პოზიციას იმის შესახებ, რომ მომავალი წლიდან უნდა ვივარაუდოთ, რომ ზრდის ტემპი შენელებას დაიწყებს.

მით უფრო რომ მონეტარული პოლიტიკა მკაცრია. ეს ხელს უწყობს, სტაბილურობის შენარჩუნებასაც“, – განაცხადა აკაკი ცომაიამ  „ბიზნესკურიერში“ საუბრისას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები